ახალი ამბები

ბაიდენის ვიზიტის განრიგი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა.

ოთხშაბათი, 22 ივლისი

18:15 – კიევიდან თბილისში ჩამოსვლა; 

20:00 – ოფიციალური სადილი პრეზიდენტ სააკაშვილითან პრეზიდენტის რეზიდენციში;

21:35 – ბაიდენი და სააკაშვილი დაესწრებიან კონცერტს ღია ცის ქვეშ პრეზიდენტის რეზიდენციაში

ხუთშაბათი, 23 ივლისი

11:30 – ოფიციალური შეხვედრა სააკაშვილთან პრეზიდენტის რეზიდენციაში;

13:35 – შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძესთან, ნინო ბურჯანაძესთან და ირაკლი ალასანიასთან, მოსალოდნელია მათ შორის ასევე იქნება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე;

15:05 – შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან პარლამენტში;
 
16:30 – ბაიდენის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში;

18:15 – ახალგაზრდობის სასახლეში ბაიდენი შეხვდება ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში იღებენ მონაწილეობას;

19:40 – აეროპორტში გამგზავრება.

Back to top button