
ოპოზიციამ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა
პარლამენტის წინ 22 აპრილს რამოდენიმე ათასი მომიტინგე ხელახლა შეიკრიბა საპროტესტო აქციის მეთოთხმეტე დღეს.
ოთხშაბათს საღამოს რამოდენიმე ასეული მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა თბილისში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართელოდან ჩამოვიდა.
აღმოსავლეთ საქართველოში მხარდამჭერების მობილიზების ორგანიზატორი პარტიის ეროვნული ფორუმის წევრმა ნიკო ორველაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები თბილისში დაახლოებით ერთი კვირა დარჩებიან და რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე განთავსებულ საკნებში განლაგდებიან.
ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა აქციაზე, რომ ოპოზიცია 23 აპრილიდან ”საკნების ქალაქის” აშენებას გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, რომელიც თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირის განთავსებულის ანალოგიური იქნება. ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ტროტუარზე მხოლოდ რამდენიმე საკანი დგას.
ეკა ბესელიამ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის განაცხადა აქციაზე, რომ 23 აპრილიდან ოპოზიცია დაიწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და სახელმწიფო კანცელარიის, ასევე პარლამენტის მთელი პერიმეტრის ”პიკეტირებას”.
”ჩვენი კამპანია დასრულდება ძალიან მალე, რამოდენიმე დღეში, თქვენი გამარჯვებით,” – განუცხადა მან მომიტინგეებს, ”ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქის მოვალეობაა დადგეს აქ თქვენთან ერთად”.