skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის სრული ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ბიუროს წევრებს შეხვდა, 24 აგვისტო

”მოგესალმებით!

პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ამ დღეებში გამოჩენილი საოცარი ორგანიზებულობისათვის და ერთიანობისათვის.

დღეს თუ რამე არის მტრისათვის სახრჩობელა, ეს ჩვენი ერთიანობაა.

დღეს ჩვენ გვესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. გუშინ მე ვნახე ტელევიზიით, თუ როგორ ჩავიდა გორში გიორგი თარგამაძე. ამ დღეებში მე ვადევნებ თვალ-ყურს ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებებზე. თუ რაიმეს ლუსტრუცია უნდა მომხდარიყო, ამ დღეებში მოხდა. ლუსტრაციის კანონი საქართველოს არაფერში არ ჭირდება. კარგად გადახედეთ და ნახავთ, ვინ რა განცხადებები გააკეთა ამ დღეებში.

მეორეს მხრივ, ნახეთ პარლამენტში ვინ როგორ მოიქცა, ვინ როგორ მოიქცა უცხოელებთან. დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა საქართველოს დამარცხება შეუძლია მხოლოდ ერთ ძალას, ესენი არიან ქართველები.

ახლა თუ ჩვენ საკუთარ თავს არ გავუსწორდით, თუ ჩვენ საკუთარი ერთიანობა არ შევარყიეთ, ვერაინაირი ტანკიები ჩვენ ვეღარ დაგვამარცხებს.

მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. დრო ჭირდება ყველაფერს – დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების პაკეტს.

გუშინ ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველოსთვის ახალ მარშალის გეგმაზე დაიწყო საუბარი. ეს არის გეგმა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელი ევროპა ფეხზე დააყენა.

1 სექტემბერს პარიზში იკრიბება ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურთა საგანგებო საბჭო, არ მახსოვს ეს მექანიზმი ბოლოს როდის იყო გამოყენებული. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა.

მთავარი პროგრამა იქნება საქართველოს ეკონომიკური აღორძინება.

საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ძალიან მოკლე ხანში მკვეთრად გაიზრდება.

ჩვენ გავხდებით განვითარებული ევროპული ქვეყანა, თუ მანამდე საკუთარ თავს თვითონ არ გამოვჭერით ყელი. რამ მიგვიყვანა ამ მოვლენებამდე? რა იყო რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შტრიხები და როგორ აღმოვჩნდით იქ სადაც ვართ დღეს?

2004 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მოსკოვში.

შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ შეხვედრა იყო კარგი. ვისაუბრეთ გახსნილად. მან გამოთქვა სურვილი, რომ უნდოდა საქართველოსთან უთრთიერთობის განვითარება. ჩვენც ვუთხარით, რომ ძალიან მოქნილები ვართ. პირველი, რაც მან მთხოვა, ეს იყო საზღვრის გამაგრება და ჩრდილო-კავკასიაში ოპერაციის ჩატარებაში ხელისშეწყობა.

მას ჰქონდა პრეტენზიები ედუარდ შევარდნაძესთან, რომ მის პერიოდში საზღვრები იყო ღია, პანკისში შედიოდა იარაღი, ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას.

მინდა ვაღიარო,რომ ჩვენ მაშინ მართლაც დავეხმარეთ რუსეთს.

ჩვენ დავიწყეთ მათთან ერთად ფრენები საზღვართან, აღარ შევუშვით იქ იარაღი, შევწყვიტეთ ხალხის წინ და უკან მოძრაობა. მათთვის წესრიგირს დამყარებაში ხელი არ შეგვიშლია და შევქმენით სერიოზული ფაქტორი, რომლითაც მათ ამ ამოცანის შესრულება გაუადვილდათ. შემდეგ იყო აჭარის მოვლენები, ნაცვლად იმისა, რომ იგორ ივანოვი ჩამოსულიყო თბილისში და შემდეგ უკვე ჩვენი გარანტიებით, აბაშიძის წასვლის შემთხვევაში, ჩვენ მას არ შევეხებოდით. მოულოდნელად მისი თვითმფრიანვი დაჯდა ბათუმში. დაგვირეკა, და უკან დახევისკენ და დაწყნარებისაკენ მიგვითითა. ამით მას დროის მოგება სურდა. იგორ ივანოვი თავის მოქმედებას აგრძელებდა. ამასობაში ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ასლან აბაშიძე ივანოვის თვითმფრიანავით გაფრინდა.

ერთი სიტყვით, მანამდე ბათუმში ჩასული იყო რუსი გენერალი, რომელიც ასლან აბაშიძეს ყველანაირად ეხმარებოდა.

ასლან აბაშიძეს მისცეს რამოდენიმე ტანკი მასკარადისათვის, რათა ჩვენ დაგვენახა, რომ მას ტანკები ჰყავდა.

ეს საქმე დასრულდა ისე, როგორც ყველამ იცით.

მეორე დღეს დავურეკე ვლადიმერ პუტინს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ცინიკური განცხადებების გაკეთება, მსგავსი განცხადებები მათ ამ დღეებშიც გააკეთეს. მე ჩავთვალე საჭიროდ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა.

მე მას მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ გაგებით მოეკიდნენ ამ სიტუაციას. მახსოვს კარგად ეს ზარი, მან შემაწყვეტინა საუბარი და მითხრა – აჭარაში ჩვენ არ ჩავერიეთ, მაგრამ აფხაზეთსა და ოსეთში ჩვენგან თქვენ არანაირი საჩუქრები აღარ გექნებათ.

შემდეგ იყო პროვოკაციების სერია ცხინვალში. მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემოვლითი გზიდან გაგვეყვანა ჩვენი საჯარისო კონტიგენტი. ეს იყო მომენტი, როცა რუსებმა დაიწყეს ცხინვალის კონტროლი, თავად და არა სეპარატისტების მეშვეობით. მაშინ მათ გაყარეს მთავრობის რამოდენიმე წევრი, ჩაანაცვლეს ისინი რუსი გენერლებით და გააძლიერეს სამხედრო მზადყოფნა.

წლების განმავლობაში ცხინვალში იდევნებოდა ყველა, ვისაც რაიმე სახით მოლაპარაკება უნდოდა საქართველოსთან. ცხინვალის ციხიდან ახლახან გავათავისუფლეთ ფარასტაევი, რომელიც იყო სეპარატისტების ლიდერი 90-იან წლებში. რუსებმა შეამჩნიეს, რომ მას გაეღვიძა მოლაპარაკების სურვილისაქართველოსთან, რისთისაც დაიჭირეს და სასტიკად აწამეს. იგივე ეხებოდა სანაკოევს, ქარქუსოვს. უშიშროების საბჭოს მდივანი ბარანკიევიჩი ააფეთქეს საკუთარ სახლში სწორედ იმის გამო, რომ იგი რამოდენიმეჯერ შეხვდა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს.

2004 წლის განმავლობაში შედარებით ნაკლები იყო წნეხი ჩვენზე, მაგრამ უკრაინის რევოლუციის შედეგ რუსეთის მთავრობამ დაინახა სასიკვდილო საფრთხე. ამიტომ მათ მოახდინეს აქტიური ჩარევა აფხაზეთის მოვლენებში.

2006 წლის იანვარში საქართველოზე ენერგეტიკული ხაზების აფეთქების კუთხით, პირველი სერიოზული დარტყმა განხორციელდა.

მანამდე, დეკემბერში დაიბარეს რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები კრემლში და კითხეს მათ, როგორ შეიძლებოდა ტექნიკურად საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვა? რაზეც მათ მხრები აიჩეჩეს და განაცხადეს, რომ ეს, რუსეთის ენერგეტიკასაც დააზარალებდა. ამის შედეგ იანვრის თვეში კავკასიაში ელექროგადაცემის ხაზებისა და გაზის სისტემების აფეთქება რამოდენიმე ადგილას მოხდა. ეს მაშინ ტერორისტებს დაბრალდათ. ამისათვის გამოყენებული იქნა სპეციალური პლასტიკური ასაფეთქებელი, რომელსაც მხოლოდ სპეცნაზი იყენებს.

სპეც-სამსახურების გათვლა იყო ასეთი – ხალხი უნდა გამოსულიყო ქუჩაში, ჩაებნელებინათ ქალაქი და მთავრობა უნდა დაემხოთ. მსგავსი არაფერი არ მოხდა. საზოგადოებამ კონსოლიდაცია განიცადა. ამის შემდეგ ჩვენ ენერგოსექტორში მკვეთრი ფულის ჩადება დავიწყეთ. ერთი წლის შედეგ, ჩვენ გავხდით დენის ექსპორტიორები რუსეთში. ამან ენერგეტიკული კუთხით გაგვაძლიერა. ეს იყო ჩვენი დესტაბილიზაციის პირველი თავი.

2006 წელს რუსეთის სპეც-სამსახურები გათავხედდნენ. დაიწყეს არასამთავრობოების შექმნა, იგორ გიორგაძის ჯგუფების დაფინანსება. ფულის ჩადება პრეს-საშუალებებში.

2006 წელს მოხდა პირველი ტერაქტი – გორში პოლიციის აფეთქება. ამისათვის ჩვენ დავაკავეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი – ბოიკო. ჩვენ გვქონდა მტკიცებულება, რუსეთმა გვთხოვა მისი გაშვება, ეს იყო ნამდვილი ტერორისტი, თუმცა რუსეთმა ეს არ გაახმოვანა.

ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რუსეთი ამას დააფასებდა. გავაკეთეთ ის, რასაც ბევრი ქვეყანა არ გააკეთებდა. ვფიქრობ, შეცდომით, მაგრამ ბოიკო გადავეცით რუსებს. მათ ის გაუშვეს, შესაძლოა ორდენითაც კი დააჯილდოვეს. ეს იყო ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოხატვის ჟესტი. ამის შემდეგ მათი აგენტები ასჯერ მეტად გააქტიურდნენ. 2006 წლის შემოდგომაზე, იძულებული ვიყავით დემონსტრატიულად დაგვეკავებინა მათი სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი. ამას დიდი ამბავი მოყვა. მანამდე საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა ღვინის და პროდუქტის ემბარგო. შეწყვიტეს ფრენებიც საქართველოში. ჩვენ ეს ოფიცრებიც გადავეცით უკან. გვბონად ურთიერთობების შენარჩუნების იმედი.

ამ ხნის მანძილზე ბევრი სხვა პროვოკაციაც ხორციელდებოდა. მინდა შეგახსენოთ, კობა დავითაშვილზე ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა. ამა მოჰყვა ასეთი განვითარება. კობა დავითაშვილი გამოვიტა ტელევიზიით, მომაყენა შეურაცხოფა და განაცხადა, რომ ახალა გინდა მომკალით და რაც გინდა ის ქენითო. შემდეგ კი განაცხადა, რომ მასზე მოაწყვეს ტერაქტი. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდა შინაგან საქმენთა მინისტრი და განაცხადა, რომ თურმე კობა დავითაშვილზე მართლაც სურდათ ტერაქტის განხორციელება. მას წარმოშობით ცხინვალელი კაცი – ეთნიკური ოსი დარაჯობდა, რომელიც წეროვანში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრობდა. კობა დავითაშვილის მეზობელს, რომელსაც რაღაც პირადი პრობლმეები ქონდა, მოეჩვენა, რომ ეს კაცი მას ჩაუსაფრდა, შევიდა მასთან ბრძოლაში, მან გაისროლა, დაჭრა და გაქცევის შემდაგ მის ნივთებში აღმოჩნდა დავითაშვილის მონაცემები და გაზეთში ამოჭრილის მისი ფოტოც.

ჩვენ მივყევით მის კვალს მოსკოვში. გადავუღეთ ვიოკადრები და პირდაპირ რუსეთს მივმართეთ, რომ ეს კაცი იყო ოპოზიციური ლიდერის -კობა დავითაშვილის მკვლელი. მაშინ რომ კობა დავითაშვილი მოეკლათ, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. ისინი იტყოდნენ, რომ ამ სისხლიანმა ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი, დავითაშვილი და მოდით ეს სისხლიანი ხელისუფლება გადავაგდოთო.

ეს იყო აიფფასიანი და ზუსტად გათვლილი პროვოკაცია. ამის შემდეგ ჩვენ აღვკვეთეთ საქართველოს დაზვერვის უფროსის მოადგილის მკვლელობა რუსეთის სპეც-სამსახურის მიერ. დიდი შვიდიანის შინაგან საქმეთა მინისტრების შეკრებაზე კი, ამ საქმეს სწავლობდნენ, როგორც რუსების მიერ ახალი ტაქტიკის გამოყენების კლასიკურ შემთხვევას. ეკონომიკურმა ემბარგომ არ გაჭრა, ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა და მთავრობა არ დაამხო.

გასული წლის ნოემბრის მოვლენების წინ, დასავლეთის სპეც-სამსახურების ცნობით, საქართველოში და სომხეთში ჩამოსული იყვნენ კანონიერი ქურდები – ივანკოვი, იგივე „იაპონჩიკი“, რომელიც ახლოს არის რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან და მეორე – თუ არ ვცდები უსოიანი. ისინი იხილავდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სხვადასვა ვარიანტს განიხილავდნენ. როცა მე ეს ინფორმაცია მოვისმინე, დაუჯერებლად მომეჩვენა. ვერ წარმომედგინა, რომ ვიღაც „იაპონჩიკს“ შეეძლო რევოლუციის მოწყობა. მე ეს სერიოზულად არ მივიღე. შემდეგ ჩვენთან ჩატარდა არჩევნები. შედეგი რუსებმა ვერ მიიღეს. საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10 პროცენტით, შარშან 12 პროცენტით. წელს, ხელი რომ არ შეეშალათ, 11 პროცენტით. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, თუ არ ჩავთვლით ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ქვეყნებს.

2006 წელს, როცა ემბარგო შემოიღეს და ვერაფერს გახდნენ, 2007 წელს უკე რუსეთის მთავრობამ დაიწყო ფიქრი სამხედრო ინტერვენციაზე. ამის რამოდენიმე დამადასტურებელი საბუთი არსებობს. რუსეთი გამოვიდა ჩვეულებრივი იარაღის შეზღუდვის ხელშეკურლებიდან, რომელიც ამიერკავკასიაში ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზღუდავდა. ამის შესახებ მან შარშან დაიწყო საუბარი და ამავე წელს გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან.

საქართველოში შემოვიდა სამი ათასამდე ჯავშანტექნიკა. არცერთი ხელშეკრულებით წლევანდელ წლამდე რუსეთს ამის უფლება არ ქონდა. ჩვენ გვყავდა ორასი ტანკი, ვინაიდან მეტის ყოფნის უფლება არ გვქონდა, რუსეთმა მოიხსნა ეს ვალდებულება და იმდენი ჯავშანტექნიკა ქონდა, რამდენიც მოისურვა. ის ფაქტი, რომ რუსეთს 2007 წელს ჩეჩნეთში არ ჭირდებოდა ამდენი ტანკი, იყო დღესავით ნათელი.

მე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვუთხარი – რუსეთი აკეთებს ჯავშანტექნიკის კონცენტრაციას საქართველოს საზღვართან. ნუთუ ეს არ არის სიგნალი იმისათვის, რომ რაღაცა მზადდება?

გახსოვთ, შარშან პუტინი დაღესტანში ხსნიდა ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს და იკითხა, ეს გზა სად მიდისო? მას უთხრეს, რომ ეს არის გზა, რომელიც მიდის საქართველოსკენ. მან განაცხადა, რომ სასწრაფოდ ეს გზა უნდა შევაკეთოთ, რათა გვქონდეს კიდევ ერთი გზა მიმავალი საქართველოსკენ. ნუთუ ამ გამონათქვამს არ უნდა შეეღვიძებინა მთელი მსოფლიო? რომელ სამხედრო ნაწილს უკეთებდა გზას საქართველოში, როცა ლარსი ერთი წლის ჩაკეტილი იყო? რუსეთის ტელევიზია კონტროლდება. როცა ჩანაწერში ამას უშვებდნენ, ეს იმას ნიშნავ, რომ მას სურდა ყველას გაეგო იმის შესახებ, რომ ამ თემაზე იგი ფიქრობს. ამის თაობაზე მსოფლიოს მხრიდან იყო ნულოვანი რეაქცია. მან დაინახა, რომ შესაძლოა ბევრი არაფერი მომხდარიყო.

ჩვენ თებერვალში მასთან პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრა გვქონდა. როცა გამოვედით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ მითხა – ესენი ომით გვემუქრებიანო.

შედეგი იყო აპრილის სამიტი ბუქარესტში, რომელმაც დაუშვა სტრატეგიული შეცდომა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთვის მოეცათ მაპი, მათ თქვეს, საქართველოს მაპს არ ვაძლევთ, ვინაიდან მას აქვს კონფლიქტები და ამ თემას დავუბრუნდებით დეკემბერში.

ამის შემდეგ რამოდენიმე დასავლელ ლიდერთან საუბარში პუტინმა განაცხადა, თუ უკრაინა და საქართველო განაგრძობს ნატოში ინტეგრაციას, ამ ქვეყნებში იქნება ომი. რა არჩევანი გვქონდა ჩვენ.? იმ შემხთვევაშ

მსგავსი/Related

Back to top button