ახალი ამბები

გორიდან რუსული ძალების გასვლის ნიშნები გაჩნდა

რუსულმა ძალებმა გორში და მიმდებარე სიმაღლეებზე თავიანთი საგუშაგოები მოხსნეს, ხოლო ჯავშანმანქანები ქალაქის შესასვლელშია მოგროვილი, განუცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს 22 აგვისტოს.

მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსული ძალები ქალაქიდან გავსლისთვის ემზადებიან.

ამავდროულად, გომის ადგილობრივმა მკვიდრმა 22 აგვისტოს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მოხსნეს საგუშაგოები და სოფლიდან გავიდნენ. 

 

Back to top button