
რუსეთმა ქართულ ქალაქებში კასეტური ბომბები გამოიყენა – HRW
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ Human Rights Watch (HRW)-მა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა მკვლევარებმა მოიპოვეს მტკიცებულება, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა კასეტური ბომბები ჩამოყარეს საქართველოს დასახლებულ პუნქტებში, რის შედეგადაც სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
რუსულმა თვითმფრინავმა 12 აგვისტოს RBK-250 ტიპის კასეტური ბომბები ჩამოყარა ქარელის რაიონის სოფელ რუისსზე, რის შედეგადაც სამი მაცხოვრებელი დაიღუპა, ნათქვამია HRW-ის განცხადებაში.
იმავე დღეს გორის ცენტრში კასეტური დარტყმის შედეგად სულ ცოტა რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტი, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა, აცხადებს HRW.
”კასეტური ბომბები განურჩევლად ხოცავს, ის სახელმწიფოების უმეტესობამ კანონგარეშე გამოაცხადა,” – განაცხადა HRW-ის სამხედრო ექსპერტმა მარკ გარლასკომ, ”რუსეთის მიერ ამ იარაღის გამოყენება არა მხოლოდ მომაკვდინებელია მოქალაქეებისთვის, არამედ შეურაცხყოფს საერთაშორისო მცდელობებს თავიდან იქნას აცილებული ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფა”.