ახალი ამბები

გურგენიძე: ინფლაციის დონე 9.8%-მდე შემცირდა

წლიური ინფლაციის დონე ივნისის ბოლოს არსებული 11.3%-დან ივლისის ბოლოს 9.8%-მდე შემცირდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 6 აგვისტოს.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს ”ძალიან დადებითი ტენდენციაა”.

მან შეაქო საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად ინფლაციის დონის ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაწევის გამო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მთავრობის მიზანი 8%-იანი ინფლაციის დონის მიღწევა იყო.

Back to top button