
ახალი ამბები
გურგენიძე: ინფლაციის დონე 9.8%-მდე შემცირდა
წლიური ინფლაციის დონე ივნისის ბოლოს არსებული 11.3%-დან ივლისის ბოლოს 9.8%-მდე შემცირდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 6 აგვისტოს.
მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს ”ძალიან დადებითი ტენდენციაა”.
მან შეაქო საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად ინფლაციის დონის ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაწევის გამო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მთავრობის მიზანი 8%-იანი ინფლაციის დონის მიღწევა იყო.