ახალი ამბები

სოლანა შეშფოთებულია დაძაბულობის გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 8 ივლისს განაცხადა, რომ ის სერიოზულადაა შეშფოთებული თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გაუარესების გამო, რაც მოყვა აფექთებების სერიას და ორმხრივ სროლებს. 

”მოვუწოდებ მხარეებს თავშეკავება გამოიჩინონ და გადადგან ნაბიჯები ნდობის აღდგენის მიზნით, გაეროსთან და ეუთოსთან თანამშრომლობით. მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი კონფლიქტების მშვიდობიანი, მდგრადი მოგვარება,” – განაცხადა მან.

სოლანამ ასევე აღნიშნა, რომ მან საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები გამოაგზავნა ”სიტუაციის დაწყნარების მიზნით”.

”ევროკავშირი კვლავაც გაადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს,” – დასძინა მან.

 

Back to top button