
გაეროს გენერალური მდივანი აფხაზეთში თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა დაგმო აფხაზეთში, მათ შორის გაგრაში, სოხუმსა და გალში, ბოლო დროს მომხდარი აფეთქებები.
ამ ბოლოდროინდელი აფეთქებების დროს სულ ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა. დაღუპულთა შორისაა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ერთი ადგილობრივი პერსონალი, ხოლო კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრილებს შორისაა.
”გენერალური მდივანი მოუწოდებს ინციდენტების დაუყონებლივ და ზედმიწევნითი გამოძიებისკენ და პასუხისმგებელ პირთა გასამართლებისკენ,” – ნათქვამია 7 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ეს ინციდენტები მოხდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის მწვავე ზრდის ფონზე. იგი მოუწოდებს მხარეებს მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ერთად იმუშავონ კონფლიქტის მშვიდობიანი და ხანგრძლივი მოგვარების მიზნით”.