ახალი ამბები

მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ცნობილია

ტელეკომპანია ”მზემ” 22 აპრილს მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა:


1.დავით ბაქრაძე – საგარეო საქმეთა მინისტრი;
2.კობა სუბელიანი – ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრი;
3.გია როინიშვილი – მსახიობი;
4.ზაზა გამცემლიძე – გარემოს დაცვის მინისტრი, ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი;
5.ნუგზარ წიკლაური  – გამომცემელი;
6.ხათუნა ოჩიაური – საკრებულოს წევრი;
7.დავით დარჩიაშვილი – ”ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორი.
8.მიხეილ მაჭავარიანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
9.ზურაბ მელიქიშვილი  – ნაციონალური მოძრაობის გენმდივანი; ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი;
10.გიგი წერეთელი  – ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
11.გიორგი გაბაშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
12.გივი თარგამაძე – დეპუტატი;
13.ირაკლი კენჭოშვილი;
14.ვანო ხუხუნაიშვილი – დეპუტატი;
15.ეკა ხერხეულიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
16.პაატა ლეჟავა – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
17.ირაკლი ქავთარაძე – დეპუტატი;
18.ელდარ კვერნაძე – დეპუტატი;
19.პეტრე მამრაძე – მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, მათ შორის შევარდნაძის მმართველობის დროს;
20.ხათუნა გოგორიშვილი – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.


ოფიციალურად მმართველ პარტიას თავისი დეპუტატობის კანდიდატების სია ჯერ არ წარმოუდგენია.


ამასობაში, ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ და რესპუბლიკურმა პარტიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან (ცესკო) ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვეს იმ მოტივით, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში  – 21 აპრილის 18 საათამდე პარტიული სიის სრულყოფილი ვერსიის წარდგენა. ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს. მათ თარხნიშვილი ”თაღლითობაში” დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან გუშინვე არ მისცა ოპოზიციის წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის სიების ნახვის საშუალება.

”მიგვაჩნია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სია ცესკო–ში წარდგენილი იყო კანონის უხეში დარღვევით და დაგვიანებით. საქმე გვაქვს მთელი საარჩევნო პროცესის მორიგ გაყალბებასთან, რაც გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესი დაწყებიდანვე უკვე მიმდინარეობს არასამართლიან და არათავისუფალ გარემოში,”- ნათქვამია გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალურ განცხადებაში.


ბურჯანაძის განცხადების შემდეგ მმართველ პარტიას რამოდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეცვლა მოუწია. სულ ცოტა ხუთი კანდიდატი, რომლებიც ბურჯანაძის ე.წ. გუნდის წევრები არიან, შეიცვალა, მათ შორის ქუთაისში, ბორჯომში, შუახევში, ხულოსა და ქედაში.  


 

Back to top button