
ახალი ამბები
ევროობლიგაციების გამოშვების მიზნით ორი ბანკი შეირჩა
საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვების საკითხის ორგანიზების მიზნით ორი ბანკი – JP Morgan და UBS – შეარჩია, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს 20 თებერვალს.
მთავრობამ მოლაპარაკებები ექვს ბანკთან აწარმოა, რომელთა შორის ასევე იყვნენ Citigroup, Deutsche Bank, Credit Suisse და Merrill Lynch.
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სურს გამოუშვას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ხუთიდან ათწლიანი ვადის მქონე ევროობლიგაციები.