ახალი ამბები

ევროობლიგაციების გამოშვების მიზნით ორი ბანკი შეირჩა

საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვების საკითხის ორგანიზების მიზნით ორი ბანკი – JP Morgan და UBS – შეარჩია, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს 20 თებერვალს.


მთავრობამ მოლაპარაკებები ექვს ბანკთან აწარმოა, რომელთა შორის ასევე იყვნენ Citigroup, Deutsche Bank, Credit Suisse და Merrill Lynch.


პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სურს გამოუშვას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ხუთიდან ათწლიანი ვადის მქონე ევროობლიგაციები. 


 

Back to top button