skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მატიას იორში და კასტრიო ისლამი საქართველოს მიერ ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს 11-16 სექტემბერს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაეცნობიან.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან და მთავრობის სხვა წევრებთან; ასევე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან; სახალხო დამცველის აპარატში და გენერალურ პროკურატურაში.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები 13 სექტემბერს ცხინვალში, ხოლო 14 სექტემბერს სოხუმში გამგზავრებას გეგმავენ, სადაც დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან გამართავენ შეხვედრებს.

დაგეგმილია ასევე მომხსენებელთა ჯგუფის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან.


ვიზიტის ფარგლებში ისინი ასევე შეხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button