skip to content
ახალი ამბები

სოხუმი თბილისთან პირდაპირ დიალოგზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, სოხუმი ამ ეტაპზე უარს აცხადებს პირდაპირი დიალოგი გამართოს ქართულ მხარესთან, იუწყება ”აფსნიპრესი” 24 აპრილს.


ქართულმა მხარემ სოხუმს ”უსაფრთხოებისა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე” პირდაპირი დიალოგი 23 აპრილს კიდევ ერთხელ შესთავაზა.


”როცა ქართული მხარე მოხსნის ყველა მის მიერვე შექმნილ წინააღმდეგობას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზაზე, მხოლოდ მაშინ შეიძლება მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელება,”- განაცხადა შამბამ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button