skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ და ბრაიზამ სამხრეთ ოსეთზე ახალი ინიციატივა განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა იყო იმ მთავარ საკითხთა შორის, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზას ესაუბრა 30 მარტს.


”სერიოზულად ვიხილავთ ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ეს სამშვიდობო ინიციატივა გამოხმაურებას პოვებს არა მარტო ჩვენ ამერიკელ, არამედ ჩვენს ევროპელ კოლეგებთანაც. აღნიშნული ინიციატივა ძალიან სერიოზულ გზას ხსნის დამატებითი სამშვიდობო ინიციატივებისათვის, ეს ჩვენი პოზიციაა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


”რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ სამხრეთ ოსეთის ფართო სპექტრთან დაემყარებინათ ურთიერთობა, რათა აღმშენებლობის გზით უფრო მიმზიდველები გამხდარიყვნენ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის,”- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


”და სწორედ ის მიდგომები, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, ამის სისრულეში მოყვანა ხდება ახლა. ეს არის პოზიტიური მოტივების გამოყენების მცდელობა – კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამუშაო ადგილების – რათა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დანარჩენ საქართველოსთან დაახლოება მოხდეს,”- აღნიშნა ბრაიზამ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button