skip to content
ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო შეთანხმებებს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა

საქართველოს პარლამენტმა 28 მარტს რატიფიცირება გაუკეთა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ შეთანხმებას და ასევე ამ პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ სასესხო ხელშეკრულებას.


სარკინიგზო შეთანხმებას ქართულმა, თურქულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა თბილისში 7 თებერვალს მოაწერეს ხელი. პროექტის მიზანია ტრანსევროპული და ტრანსაზიური სარკინიგზო დერეფნების შეერთების უზრუნველყოფა.


7 თებერვალსვე გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასესხო შეთანხმება რეგიონული რკინიგზის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოსთვის 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 25 წლიანი სესხის გამოყოფის თაობაზე. სესხის დაფარვას საქართველო რკინიგზის ამოქმედებიდან მიღებული შემოსავლებით გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button