
ახალი ამბები
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს სტუმრობს
დღეს თბილისში ლატვიის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ედგარ რინკევიჩი ხელმძღვანელობს.
დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში ”საქართველო რიგის სამიტის შემდეგ”, რომელიც ორგანიზებულია თავდაცვის სამინისტროს , ნატოს საინფორმაციო ცენტრისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული უსაფრთხოების სწავლების ცენტრის მიერ. ედგარ რინკევიჩი კონფერენციის მონაწილეებს ლატვიის ნატოში ინტეგრაციის გამოცდილებას გაუზიარებს.