skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი რუსეთის ელჩის დაბრუნებას “ლოგიკურს“ უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დადებითად აფასებს  საქართველოში რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს დაბრუნებას, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საჭიროა “უფრო ქმედითი ნაბიჯები“. 


“ეს არის [ელჩის დაბრუნება]ძალიან ლოგიკური ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, რასაც მივესალმებით. მაგრამ ჩვენ ველოდებით უფრო ქმედით ნაბიჯებს, რათა რუსეთმა გვაჩვენოს, რომ სურს საქართველოსთან სრულუფლებიანი და თანასწორი ურთიერთობები“, – განუცხადა 23 იანვარს გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.


მინისტრის განცხადებით, იგი რამდენიმე დღეში აპირებს შეხვდეს ვიაჩესლავ კოვალენკოს, რომელიც თბილისში ერევნის გავლით დღეს დაბრუნდა.


კოვალენკო კრემლმა საქართველოდან შარშან სექტემბრის მიწურულს მას შემდეგ გაიწვია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცერი დააკავა. ელჩის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება 18 იანვარს გახდა ცნობილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button