skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკელები რუსეთის საკუთრებაში მყოფი ენერგოკომპანიების ნაციონალიზაციას ითხოვენ

ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 3 ნოემბერს მოუწოდა ხელისუფლებას რუსული კომპანიების მფლობელობაში მყოფი ენერგოობიექტების ნაციონალიზაცია მოახდინოს.


“ამ ობიექტების რუსული გავლენის ქვეშ დატოვება ნიშნავს საქართველოში მუდმივი საფრთხის არსებობას ენერგომომარაგების თვალსაზრისით. თავის დროზე ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა ამ ობიექტების პრივატიზაციის პროცესში, როდესაც ისინი პრაქტიკულად გადასცა რუსულ კომპანიებს. ჩვენ ვთვლით, რომ დაუყონებლივ უნდა შემუშავდეს ამ კომპანიების ნაციონალიზაციის გეგმა“, – განაცხადა უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე.


რუსული ენერგოკომპანია “რაო ეეს“-ის საკუთრებაშია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “თელასი“, ასევე ორი ჰიდროელექტროსადგური და გარდაბნის მე-9 ელექტროგენერატორი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button