skip to content
ახალი ამბები

თბილისის განცხადებით, რუსეთის საზღვაო წვრთნები ბლოკადის ნაწილია

ქართულმა მხარემ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაზე სამხედრო წვრთნებს საქართველოზე ეკონომიკური ბლოკადის იარაღად იყენებს.  


“რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ რუსეთის შეტყობინება, რომ აპირებდნენ სამხედრო წვრთნების ჩატარებას. მაგრამ ეს არის აშკარად პროვოკაციული და ეკონომიკური ბლოკადის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია … იმ ტერიტორიის დიდი მონაკვეთი, სადაც წვრთნები ტარდება, არის საქართველოს ეკონომიკური წყლების ზონა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ.


18 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მან მთავრობის წევრებს წვრთნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


სექტემბრის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილ წვრთნებს უარყოფითი გავლენა ექნებოდა საქართველოს “სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებზე“ და რუსეთს “ძალის დემონსტრირებისაგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტის წვრთნები “შეზღუდავს ბათუმის, ფოთის და სუფსის პორტების მუშაობას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button