skip to content
ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი კოდორის ხეობაში იმყოფება

ქართული მედიის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამჟამად ზემო კოდორის ხეობაში იმყოფება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადევნებს თვალყურს. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა მერაბიშვილს ოქტომბრის დასაწყისამდე ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის გაკონტროლება დაავალა. 


„ჩვენ ყველაფერს ძალიან სწრაფად ვაკეთებთ“, – განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს ზემო კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში.


მისი თქმით, იგეგმება ბანკის, სკოლის და საავადმყოფოს მშენებლობა, ასევე კოტეჯების ჩადგმა.


ტელეკომპანია „მზე“ იტყობინებოდა 17 აგვისტოს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა თავის პირველ სხდომას ზემო კოდორის ხეობაში, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გამართავს, მაშინ როდესაც აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება „სოხუმის გათავისუფლების“ დღეს ზეიმობს. 1993 წლის 27 სექტემბერს ქართულმა ჯარები აფხაზეთის დედაქალაქი დატოვეს.


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზემო კოდორის ხეობაში განთავსების თაობაზე სოხუმის შეშფოთება გამოიწვია. ამ უკანასკნელმა უკვე დაიმუქრა, რომ შეწყვეტდა თბილისთან მოლაპარაკებების პროცესს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button