skip to content
ახალი ამბები

News Corporation და ტელეკომპანია „იმედი“ ხელშეკრულებას აწერენ ხელს

რუპერტ მერდოკის მედია–გიგანტი News Corporation-ი ქართული მედია ჰოლდინგის „იმედის“ ოფიციალური პარტნიორი გახდა მას შემდეგ, რაც ორმა კომპანიამ საბოლოო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იტყობინებოდა ტელეკომპანია „იმედი“ 16 აგვისტოს.


„ჩვენ დავასრულეთ რამდენიმე თვიანი სამუშაო და News Corporation-თან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას პარტნიორული ურთიერთობების შესახებ“, – განაცხადა ჰოლდინგი „იმედის“ მფლობელმა ბადრი პატარკაციშვილმა ლონდონში ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.


წინასწარ შეთანხმებას ქართული ჰოლდინგის აქციების შესყიდვის თაობაზე ბადრი პატარკაციშვილმა და რუპერტ მერდოკმა 28 აპრილს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი. თუმცა, გარიგების დეტალები კონფიდენციალური რჩება.


„იმედი“ ჰოლდინგი ტელევიზიას და რადიოსადგურს აერთიანებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button