skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში გმობს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სამშვიდობოებზე

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დაგმო საქართველოს პარლამენტის მიერ 18 ივლისს მიღებული დადგენილება რუსი სამშვიდობოების კონფლიქტების ზონებიდან გაყვანის თაობაზე და მას “სამშვიდობო ჯარების განლაგების დღიდან მიღებული ყველაზე დესტრუქციული პოლიტიკური გადაწყვეტილება“ უწოდა, იტყობინება “აფსნიპრესი“ თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.


“საკითხი ორმხრივ განხილვას საჭიროებს, რადგანაც გადაწყვეტილება სამშვიდობო ჯარების განლაგების თაობაზე კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარემ მიიღო, რაც წარმოადგენს იმ შეთანხმების ძირითად ნაწილს, რომელზეც მოლაპარაკებების მთელი პროცესია აგებული“, – განაცხადა ბჟანიამ.


მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარების შესაძლო გაუარესებაზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველომ უნდა იკისროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button