skip to content
ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს ყაზახეთიც შეუერთდა

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს ოფიციალურად შეუერთდა მას შემდეგ, რაც დღეს ყაზახეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ილჰამ ალიევმა ალმა-ატაში ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტს, იუწყებიან სააგენტოები “თურანი“, “იტარ-ტასსი“ და “ინტერფაქსი“. 
 
შეთანხმების მიხედვით ყაზახეთი საწყის ეტაპზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეშვეობით დასავლეთის ბაზრებზე წელიწადში 7,5 მლნ ტონა ნავთობს გადაქაჩავს.
 
თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით ტრანსპორტირებული პირველი ნავთობის დასავლეთის ბაზრებზე ექსპორტი 4 ივნისს განხორციელდა.   
 
თუმცა ნავთობსადენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი თურქეთში 13 ივლისს არის დაგეგმილი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არის მიწვეული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button