skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი რუსი სამშვიდობოების შესახებ დადგენილების პროექტს განიხილავს

საქართველოს პარლამენტმა 11 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში რუსი სამშვიდობოების ფუნქციონირებასა და შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დაიწყო.


დადგენილების პროექტი ავალებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 1 ივლისისთვის.


3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დადგენილების პროექტს “პროვოკაცია“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button