ბურჯანაძე ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტს გმობს
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ბერულაში 2 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც მშვიდობანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შედეგად ოსმა მოქალაქეებმა ორი ქართველი დაჭრეს.
“ასეთ ინციდენტებს ადგილი ექნება, ვიდრე კონფლიქტი არ დარეგულირდება. არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ ეს [სამხრეთ ოსეთის] კონფლიქტი “გაყინული“ კონფლიქტის სახით შეინარჩუნონ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვიპოვით კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მექანიზმები და ჩვენ ამას კავაკეთებს“, – განუცხადა 3 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაუშვებელია ერთი მხრივ კონფლიქტი გაყინული სახით რჩებოდეს და “მეორეს მხრივ, ყოვედღიურად ასეთ ინციდენტებს ქონდეს ადგილი [კონფლიქტის ზონაში]”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)