skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტს გმობს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ბერულაში 2 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც  მშვიდობანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შედეგად ოსმა მოქალაქეებმა ორი ქართველი დაჭრეს.


“ასეთ ინციდენტებს ადგილი ექნება, ვიდრე კონფლიქტი არ დარეგულირდება. არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ ეს [სამხრეთ ოსეთის] კონფლიქტი “გაყინული“ კონფლიქტის სახით შეინარჩუნონ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვიპოვით კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მექანიზმები და ჩვენ ამას კავაკეთებს“, – განუცხადა 3 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაუშვებელია ერთი მხრივ კონფლიქტი გაყინული სახით რჩებოდეს და “მეორეს მხრივ, ყოვედღიურად ასეთ ინციდენტებს ქონდეს ადგილი [კონფლიქტის ზონაში]”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button