
ახალი ამბები
სააკაშვილი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სტამბოლში ნატოს სამიტს ესწრება, დღეს თურქეთის პრეზიდენტს აჰმედ ნეჯეთ სეზერს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ერდოგანი თურქ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად 11 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.
თურქეთის საინფორმაციო სააგენტო “ანატოლიას“ ცნობით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ერდოგანის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობის საკითხები იქნება განხილული.