ახალი ამბები

აჭარას ახალი მინისტრები ჰყავს

აჭარის დროებითმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის ხუთი ახალი მინისტრი დანიშნა.


აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრად დავით ღლონტი დაინიშნა, ალექსანდრე გეგენავა განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს, გივი ცეცხლაძე ჯანდაცვის მინისტრი გახდა, ედვარდ ფუტკარაძე – სოფლის მეორნეობის მინისტრი, ხოლო ალექსანდრე ბეჟანიძე – ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი.


აჭარაში მინისტრების რიცხვი 18-დან 5-მდე შემცირდა. 21 მაისს საქართველოს პარლამენტმა აჭარის უშიშროების სამინისტრო გააუქმა.

Back to top button