
ახალი ამბები
ხაშურში არჩევნები ჩაიშალა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაიშალა ხაშურში, სადაც დღეს საარჩევნო ბიულეტენები საერთოდ არ მიუტანიათ. არჩევნები ჩაშლის პირასაა ქუთაისსა და ზუგდიდში. ქუთაისში ჯერ არ დაწყებულა მერის არჩევნები. საკრებულოს არჩევნებზე კი მრავალ დარღვევას ადგილი აქვს. ზუგდიდში სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული, სადაც ადგილი აქვს ყუთების დამტვრევას და შეიარაღებულ თავდასხმებს. არჩევნები უკვე ჩაიშალა რუსთავში, სადაც საარჩევნო ბიულეტენები დილით უბნებში დარიგებამდე გაიტაცეს და დაწვეს.