
ახალი ამბები
არასამთავრობოები პოლიტიკურ ძალებს მშვიდობიანი არჩევნებისკენ მოუწოდებენ
რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცისიის წარმომადგენელმა დღეს პოლიტიკურ პარტითა სახელზე გაავრცელეს მიმართვა. “კამათი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის სულ უფრო იღებს აგრესიული, უკომპრომისო დაპირისპირებისა და პიროვნული შეურაცყოფის ხასიათს,” ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ დაივთ უსუფასვილი, გია ნოდია, რამაზ საყვარელიძე და სხვები. “აუცილებლად მიგვაჩნია პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებმა დაუყოვნებლივ შექმნან მექანიზმები არჩევნების პროცესში მატი მხარდამჭერების მხრიდან ძალადობის თავიდან ასაცილებლად და საჯაროდ აიღონ პასუხისმგებლობა არჩევების მშვიდობიან ჩატარებაზე,” ვკითხულობთ განცხადებაში.