skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე მიესალმება ილხამ ალიევის დამტკიცებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე

(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიესალმება აზერბაიჯანის პერმიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ვაჟის ილხამ ალიევის არჩევას.

“ამ კანდიდატურის არჩევას მივესალმები და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოღვაწეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკური კურსის წარმატებით განვითარებას”, – ნათქვამია ედუარდ შევარდნაძის მიერ გაგზანილ მილოცვაში.

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ ილხამ ალიევის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე რიგგარეშე სხდომაზე დღეს დაამტკიცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button