skip to content
ახალი ამბები

ავარიის შედეგად საქართველოს გაზის მოწოდება შეუწყდა

(თბილისი, 14 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 14 იანვარს გამთენიისას მოზდოკი-თბილისის მილსადენზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს რუსეთიდან გაზის მოწოდება შეუწყდა.

რუსული საინფორმაციო საშუალებები რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ტექნოლოგიური დაზიანების გამო მოხდა გაზის აალება. არავინ დაშავებულა.

ამჟამად საქართველოსი გაზი მხოლოდ რუსეთითან შემოდის და ამ მხრივ მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. გაზის გამორთვა ხშირად სხვა მიზეზებითაც ხდება, მათ შორის დავალიანების დაუფარაობის გამოც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button