
ახალი ამბები
ვაზიანის მოდერნიზებული სამხედრო ბაზა
(თბილისი, 4 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ოფიციალურად გაიხსნა ვაზიანის მოდერნიზებული სამხედრო ბაზა, რომელსაც სარემონტო სამუშაოები თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ჩაუტარდა. გახსნის ცერემონიალს თურქეთის მხრიდან დაესწრო თურქეთის გენერალური შტაბის ზურგის სამსახურის უფროსი უნალ ონსიფაჰიოღლუ. რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა ვაზიანი 2001 წლის ივნისში დატოვეს. ბაზაზე აგვისტოდან საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტოტები ქართველ სამხედროებს მოამზადებენ. ნატოს პროგრამა “პარტნიორო მშვიდობისათვის” ფარგლებში 17-27 ივნისს ვაზიანის ბაზაზე წვრთნები “ბესტ ეფორტ – 2002” გაიმართება.