
ახალი ამბები
შევარდნაძე ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის დატოვებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “მე ვურჩევ პანკისში თავშეფარებულ ჩეჩენ მებრძოლებს, რომ ხეობა მაქსიმალურად სწრაფად დატოვონ”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 22 მაისს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას.
შევარდნაძემ ისაუბრა უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს პანკისის ხეობაში ამ დროისთვის 100-მდე არაბი და 800-მდე ჩეჩენი მებრძოლი იმყოფება.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მებრძოლები ხეობას მშვიდობიანად დატოვებენ.
ამ დროისთვის საქართველოში უკვე დაიწყო “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, რომელიც აშშ-ის სამხედრო სპეციალისტების მიერ ანტიტერორისტული ჯგუფების გაწვრთნას ითვალისწინებს.