skip to content
ახალი ამბები

ცსკ-მ “მოქკავშირის” საარჩევნო სიის რეგისტრაცია გადაიტანა

(თბილისი, 22 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – შეხვედრა, რომელზეც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “მოქალაქეთა კავშირის” რეგისტრაციის საკითხი უნდა განეხილა, გადაიდო.

თბილისის საოლქო სასამართლომ ჟვანიას გუნდს არჩევნებში “მოქალაქეთა კავშირის” სახელით მონაწილეობაზე უარი განუცხადა. პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის მომხრეებს შეუძლიათ.

ჟვანიას გუნდს შეუძლია მიმართოს უზენაეს სასამართლოს და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვოს. ცსკ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს გაატაროს თუ არა “მოქკავშირი” რეგისტრაციაში, როდესაც ცნობილი გახდება უზენაესი სასამართლოს დასკვნა.

მსგავსი/Related

Back to top button