
„ქართული ოცნების“ ლიდერები ანდრეი ბაბიშს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ანდრეი ბაბიშს 3-4 ოქტომბერს ჩატარებულ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
„ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მის პოლიტიკურ პარტია ANO-ს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას“, – წერს კობახიძე X-ზე. „ვუსურვებ მას წარმატებას ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის პროგრესსა და კეთილდღეობას. საქართველო მოუთმენლად ელის ახალ გვერდს პარტნიორობაში და ჩვენს ერებს შორის უფრო ღრმა კავშირებს“.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ასევე მიულოცა ბაბიშს გამარჯვება. „ეს გამარჯვება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ის [ბაბიში] ნამდვილი პატრიოტია და ვუსურვებ ჩეხეთს, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდეს და აყვავდეს, ჩეხი ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს სურს გააძლიეროს და გააფართოვოს ორმხრივი კავშირები ჩეხეთის რესპუბლიკასთან“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე.
პოპულისტი ჩეხი მილიარდერისთვის მილოცვისგან განსხვავდებით, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა მოლდოვის პროდასავლურ ძალებს პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ თაოსნობით.
„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, მის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, – განაცხადა კობახიძემ 29 სექტემბერს.
This post is also available in: English