We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საარჩევნო უბნები დაიხურა, ამომრჩეველთა აქტივობამ 40.93% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ადგილობრივ არჩევნებზე მისული მოქალაქეების რაოდენობამ 1 438 116, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 40.93% შეადგინა.

საღამოს 9 საათზე გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მისი თქმით, რამდენიმე ინციდენტები და ტექნიკური პრობლემა დაფიქსირდა, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა ასეთ შემთხვევას დროულად და კანონის შესაბამისად უპასუხა.

დაძაბულობა საღამოს 7 საათიდან თავისუფლების მოედანსა და ათონელის ქუჩაზე გამწვავდა, სადაც აქციის მონაწილეებმა – რომელთა გაცხადებული მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ იყო – პრეზიდენტის სასახლის აღება სცადეს, რასაც სპეცრაზმის რეაგირება მოყვა.

This post is also available in: English

Back to top button