We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სუს-ის თანამშრომელი აჭარაში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) თანამშრომელი ჩაქვში გარდაცვლილი იპოვეს. სამსახურმა ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა.

„მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ვერსია არსებობს, თვითმკვლელობა. ამას ადასტურებს სხვადასხვა მტკიცებულება“, – განუცხადა სუს-მა „სამოქალაქო საქართველოს“. „სხვა დეტალების დაზუსტებისგან თავს შევიკავებთ გამოძიებისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“.

ადგილობრივი ონლაინ გამოცემა „ბათუმელები“ იტყობინება, რომ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

This post is also available in: English

Back to top button