
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიების რაოდენობა 12-მე შემცირდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 23 სექტემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას.
ცესკოს განახლებული მონაცემებით, რეგისტრირებული პარტიები და მათი ლიდერები არიან:
(3) „კონსერვატორები საქართველოსთვის“ — თავმჯდომარე გიორგი ქარდავა
(1) „მამული, ენა, სარწმუნოება“ — თავმჯდომარე ზაურ ხაჩიძე
(14) „სახალხო ხელისუფლება“ — თავმჯდომარე მარინა ქურდაძე
(9) „ძლიერი საქართველო – ლელო“ — თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
(25) „გახარია საქართველოსთვის“ — თავმჯდომარე გიორგი გახარია
(41) „ქართული ოცნება“ — თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
(36) „გირჩი“ — თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
(11) „საქართველო“ — თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი
(8) „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი
(12) „მწვანეთა პარტია“ — გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე
(5) „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ — თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე
(7) „თავისუფალი საქართველო“ — თავმჯდომარე კახა კუკავა
ცესკოს ინფორმაციით, თბილისის მერობის არჩევნებში ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს; „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ ერთობლივი კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე; პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერი ზურაბ მახარაძე. თორმეტივე პარტიამ წარადგინა თავისი სიები თბილისის საკრებულოსთვის.
This post is also available in: English