
ახალი ამბები
ანტონ ჩეჩინს ნარკოდანაშაულის მძიმე ბრალდებით 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
დეკემბერში დაკავებულ რუს აქტივისტს, ანტონ ჩეჩინს, ნარკოდანაშაულის მძიმე ბრალდებით რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი 2 სექტემბერს დილით ადრე გამოიტანა.
26 წლის ჩეჩინს ბრალად ედებოდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც რვა წლიდან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი თავს უდანაშაულოდ ცნობს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები მისი აქტივიზმის გამო ჩაუდო.
This post is also available in: English