ახალი ამბები

კობახიძე ევროკავშირს: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით „საბჭოური დეპეშების“ გამოგზავნის ნაცვლად, გვესაუბრეთ

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომელთაც მან „ევროპული ბიუროკრატია“ უწოდა, რომ ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა შესაძლოა შეაჩეროს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ბოლომდე ვერ შეასრულებს ევროკომისიის წერილში ასახულ რვა რეკომენდაციას.

აღნიშნა რა, რომ ბრიუსელის მხრიდან „ნული კომუნიკაციაა“, კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგის ნაცვლად, ბრიუსელი „დეპეშებს აგზავნის“, რაც მან „საბჭოურ მიდგომად“ შეაფასა.

„მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ვართ აბსოლუტურად მართლები“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 31 ივლისს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით კახა კალაძე წარადგინა.

This post is also available in: English

Back to top button