ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გახდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გახდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მას და მთავრობის წევრების შემადგენლობას ნდობა 11 ივნისს გამართულ სხდომაზე გამოუცხადეს.

გიორგი ჯინჭარაძემ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.

გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2021-2024 წლებში იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებს. მთავრობისა თავმჯდომარედ დანიშვნამდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

This post is also available in: English

Back to top button