
ახალი ამბები
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მისი განზრახ მკვლელობის მომზადებაზე საუბრობს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა 8 ივნისს, საკვირაო წირვის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მოკვლას გეგმავდა. მან ხელისუფლების წარმომადგენლის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მისი ეპარქიიდან ერთი მონაზონი დაიქირავეს გეგმის განსახორციელებლად. მან განაცხადა, რომ მონაზონს დავალებული ჰქონდა მისი საკვები მოეწამლა ან ხელზე საწამლავი წაესვა, რომელიც მას „ერთ საათში“ მოკლავდა.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18 და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც დანაშაულის მომზადებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
This post is also available in: English