We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველო დატოვა

ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის“ ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. პარტია კოალიციას, რომელიც ასევე აერთიანებდა პარტია “ლელოს” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანს”, გასული წლის ზაფხულს, საპარლამენტო არჩევნებამდე შეუერთდა. დოლიძის თქმით, მისი პარტია დამოუკიდებელ საქმიანობას დაუბრუნდება.  

მანამდე, მარტში, კოალიცია ასევე დატოვა „თავისუფლების მოედანმა“ და დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია გახდა.

This post is also available in: English

Back to top button