skip to content
ახალი ამბები

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სახდეპს საქართველოს არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა 27 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოიძიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები.

„მე შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამო. მე ასევე შეშფოთებელი ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეც მოხდა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ“, – განაცხადა ჯო უილსონმა.

აღნიშნა რა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, კონგრესმენმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში ინიცირებული MEGOBARI-ის აქტი „შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, და მხარს დაუჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და ძლიერი სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button