საარჩევბო უბნები დაიხურა, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.94% შეადგინა
საარჩევნო უბნები დაიხურა და 20:00 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობამ 2 060 412 შეადგინა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 58.94%-ია.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი არ შეიცავს ემიგრანტების ხმებს, ასევე ხუთი საარჩევნო უბნის მონაცემს მაღალმთიანი რეგიონებიდან.
აქტივობის ბოლო მონაცემი დაახლოებით 3 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა არჩევნებზე, როდესაც აქტივობამ 56.11% შეადგინა, თუმცა უფრო დაბალია, ვიდრე 2012 წლის არჩევნების 20:00 საათზე.
ძირითადად ელექტრონული ხმის მიცემის წინასწარი ოფიციალური შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. თუმცა ეს მონაცემი არ შეიცავს ამომრჩეველთა 10%-ს, რომელთაც ძველი, ტრადიციული მეთოდით მისცეს.
ცესკო საბოლოო შედეგების გამოცხადებას 27 ოქტომბრის დილით, ყველა ბიულეტენის ხელით ხელახალი დათვლის შემდეგ გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)