skip to content
ახალი ამბები

სომეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

არსენ ხარატიანს, სომეხ ჟურნალისტს, რომელიც თბილისში დაფუძნებული დამოუკიდებელი ორენოვანი ქართულ-სომხური მედია პლატფორმის Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველია, 17 სექტემბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. იგი 4 საათით დააკავეს და ახსნა-განმარტების გარეშე აიძულეს ევროპაში დაბრუნებულიყო. 1990-იანი წლების ბოლოდან ხარატიანი მონაწილეობდა სომხეთში დემოკრატიის მხარდამჭერ სხვადასხვა მოძრაობებში, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა სომხეთის 2018 წლის არაძალადობრივ ხავერდოვან რევოლუციაში.

ხარატიანმა დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ მას შესვლაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს, 18 სექტემბერს, თბილისი-ერევნის რეისზე ბილეთი ჰქონდა. მას უთხრეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მისი დანიშნულების ადგილას ვერ გაემგზავრებოდა და უკან უნდა დაბრუნებულიყო.

„ეს ყველაფერი ტექნიკური მხარეა… აქ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არავის აუხსნია მიზეზი, რატომ მითხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, სადაც 5 წელზე მეტი ვცხოვრობდი, შევქმენი მედია საშუალება, დავაარსე სხვადასხვა ორგანიზაციები, დავეხმარე ხიდების აშენებას სომხეთსა და საქართველოს შორის და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ხარატიანმა თავის პოსტში.

ხარატიანი მანამდეც ყავდათ აეროპორტებში დაკავებული. 11 სექტემბერს იგი  ერევანიდან თბილისში გამოფრენის შემდეგ ორი საათით გააჩერეს. მას შესვლაზე უარის თქმის საბუთი გადასცეს, ხოლო უარის მიზეზში ეწერა: „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. თუმცა, საბოლოოდ მას ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცა.

„ამ დროისთვის ეჭვიც არ მეპარება, რომ შემოსვლაზე უარი, ანუ დეპორტაცია პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ჩემნაირი ადამიანების ეშინია, ან ჰყავს პატრონები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან მას, რომ „გაწმინდოს სივრცე“ არჩევნების წინ“, – განაცხადა ხარატიანმა თავის ბოლო პოსტში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button