ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები ‘მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ’ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენების აღსრულების შესახებ

14 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები ‘მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ’ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების აღსრულების შესახებ და 2025 წლის მარტში დაგეგმილ შეხვედრაზე საქმის განხილვის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეზე 2017 წლით თარიღდება და ეხება ქართული სასამართლოების წარუმატებლობას, წარმოედგინათ საკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილებები მომჩივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების და ამავე პერიოდში გენერალური პროკურორის მიერ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის მიზანიც მომჩივანზე ზეწოლის განხორციელება იყო, რათა მას იმ საკითხებზე მიეწოდებინა ინფორმაცია, რომლებიც არ უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.

მინისტრის მოადგილეები აცხადებენ, რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (დაკავებულს უფლება აქვს, რომ მისი საქმე სასამართლომ გონივრულ ვადაში განიხილოს, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში), ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გაგრძელებისთვის საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებების არარსებობის გამო, ასევე მე-18 მუხლის დარღვევას (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) ერთობლიობაში, რადგან დადგინდა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოიყენებოდა პროკურორის მიერ „არალეგიტიმური მიზნით, რომლის მიზანიც მომჩივანზე ზეწოლის განხორციელება იყო, რათა მას იმ საკითხებზე მიეწოდებინა ინფორმაცია, რომლებიც არ უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს“.

საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მოადგილეებმა „მტკიცედ მოუწოდეს“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა საჭირო ზომის „დროული და ეფექტური“ განხორციელება სასამართლოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად და „გამოძიების სწრაფად დასასრულებლად“.

ხაზი გაუსვეს რა პროკურატურის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, მოადგილეებმა „სერიოზული შეშფოთებით“ აღნიშნეს, რომ მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილებაში პროგრესი არ შეინიშნება, და „მტკიცედ მოუწოდეს“ ხელისუფლებას „შეფერხების გარეშე მიიღოს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები“.

მოადგილეებმა ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროპულ საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროკურატურის შესახებ კანონის რეფორმირებისთვის საჭირო ზომების განსახორციელებლად.

მოადგილეებმა სინანული გამოთქვეს ციხეებში სათვალთვალო კამერების მონაცემების შენახვის ვადის შემცირების გამო და ხელისუფლებას განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდეს.

მოადგილეებმა საქმის განხილვის განახლება 2025 წლის მარტის სხდომაზე გადაწყვიტეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button