
დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. 11 დეკემბერს, იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სიმონ მორდიუს და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.
სიმონ მორდიუსთან შეხვედრაზე, მინისტრმა მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების წარმატებული დღის წესრიგის შესახებ, მათ შორის გააცნო ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, და თითოეულ რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით უკვე განხორციელებული სამუშაოები.
„აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევით ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე დადასტურდა ევროკომისიის 8 ნოემბრის შესაბამისი რეკომენდაციით და იმედი გამოითქვა, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შემდგომ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების პრესრელიზში.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ჩართულობისა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
Held a very insightful meeting with @EuMordue. We exchanged information on ??'s commitment to implement EU recommendations. ?? is demonstrating progress that has been recognized by our partners and supported by the Council of the EU. Very much looking forward to yet another… pic.twitter.com/72ICJ1acVX
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) December 11, 2023
ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები. ილია დარჩიაშვილმა გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ცხრავე რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა ის პროგრესი, რაც ხელისუფლების მხრიდან ამ მოკლედ დროში იქნა მიღწეული.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის. „[მე მქონდა] კარგი შეხვედრა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. ვინაიდან ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში ვართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, მივაწოდე ინფორმაცია უახლესი ქმედებების შესახებ, რაც საქართველომ განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მადლობა გადავუხადე მას საქართველოს ევროპული გზისადმი კომისიის მხარდაჭერისთვის“, – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.
Good meeting with Commisioner @OliverVarhelyi. As we are in a crucial phase in the matter of granting candidate status to Georgia, I exchanged information on the latest activities that Georgia has undertaken in terms of fulfilling the EU Commission's recommendations. I thanked… pic.twitter.com/jUuSeNHqwx
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) December 11, 2023
ევროკომისარ ვარჰეის თქმით, მხარეებმა „განიხილეს საქართველოს ევროპულ გზაზე საჭირო რეფორმების მდგომარეობა“. მან აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა“.
In the margins of the Eastern Partnership Ministerial had a bilateral meeting w/ Minister @iliadarch
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) December 11, 2023
Discussed the state of play of required reforms on Georgia’s EU path.
It’s important to involve all the stakeholders in the process. pic.twitter.com/KVfvHnyhgx
ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი ასევე შეხვდა საფრანგეთისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ორივე შეხვედრაზე დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)